2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კიდევ ერთი ტრაგედია საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში..." იქნება სრულიად კანონზომიერი და ლოგიკური" - ანა თოფურიძე

" ჯუთაში ვინც ნამყოფი არ ხართ და არ იცით, იცოდეთ... ეს არის გადასასვლელი გზა. ივნისში ვიყავი და რომ ვიყურებოდი უბრალოდ რეალობა არ მჯეროდა და ამიტომ შიშს ვეღარ ვგრძნობდი, თუმცა თვითონვე გავიარე. კი. ეს ჩამოშლის პირას მისული კლდე იყო როცა მარცხნივ გავიხედავდი და მარჯვნივ ერთ მეტრში უკვე გადასავარდნი. ზამთარში თოვლში აქ გავლა როგორ უნდა მოხდეს მე ვერ წარმომიდგენია და უახლოეს მომავალში თუ გაიგეთ ტელევიზიიდან: "სამწუხარო ამბავი მოხდა დილით 11:20 საათზე, ჯუთასკენ მიმავალ გზაზე მანქანა გადაიჩეხა და..." ან "კიდევ ერთი ტრაგედია საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში..." იქნება სრულიად კანონზომიერი და ლოგიკური.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ რომ თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი ტრაგედიის ალბათობა?" - წერს ანა თოფურიძე სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები