2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოლაპარაკებებზე უკრაინის ნეიტრალური სტატუსი სერიოზულად განიხილება – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებზე ახლა სერიოზულად განიხილება უკრაინის ნეიტრალური სტატუსი.

“ნეიტრალური სტატუსი ახლა სერიოზულად განიხილება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად.

დიდი იმედი მაქვს, რომ იმძლავრებს საქმიანი სულისკვეთება, რომელიც არა დაუყოვნებლივ და მარტივად, მაგრამ მაინც თავს იჩენს. ის გვაძლევს იმედს, რომ შევძლებთ, შევთანხმდეთ ამ თემაზე. თუმცა ცხადია, რომ იზოლირებულად ნეიტრალიტეტის და გარანტიების გამოცხადება – ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ პრობლემა გაცილებით ფართოა, მათ შორის, ყბადაღებული ღირებულებების კუთხით”, – აცხადებს ის რუსული მედიის ცნობით.

ცნობისთვის, ამ დრომდე რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი შედგა. უკრაინული მხრის განცხადებით, რუსეთი აღარ აყენებს ულტიმატუმებს და ისმენს მათ წინადადებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები