0 2 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ქართველები ქუჩაში დარჩნენ პოლონეთში, თუ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, დამიკავშირდით”

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში წერს:

“მირეკავს ქალბატონი, მარინა კიკნაძე. შვილი წასულა პოლონეთში დაპირებული სამუშაო არ დახვდა თურმე, მაგრამ სხვა შემოსავლის წყარო რომ უნდა მოეძებნა მოუსწრო კორონამ.

უფულოდ და ახლა უკვე უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნებას ცდილობს. დიაბეტიანმა მამამ აიღო 4 წლის პენსია წინასწარ და გაუგზავნა შვილს ბილეთის ფული, მაგრამ ბილეთს ვერ შოულობენ, რიგებიაო. თან, გაუძვირებიათ და ეს ქალი ეხლა იმაზეც წუხს რომ სისხლის ფასად შეგროვებული 200 ევრო აღარ ეყოფათ სხვა ქვეყანაში ჩარჩენილებს.

საკონსულოში რამდენჯერმე დარეკეს, მაგრამ ამაოდ. აი, ასეთ დროს, რა დროს ბანაკებია და ვინ, სად დგას. ჩამოეყვანა მიშას ქუჩაში დარჩენილი ხალხი, თქვენი საქმე ხომ გაკეთდებოდა ამით?!

რა დროს მხარეებია, რა დროს გაბუტვაა, რა დროს ერთმანეთზე ზურგის შექცევაა, თან გაჭირვებული მოქალაქეების ხარჯზე.

რამდენიმე ქართველი ახლა ქუჩაშია პოლონეთში. უფულობის გამო ღამის გასათევიც არ აქვთ. თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება მომწერეთ და დაგაკავშირებთ”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები