0 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე 8 პირს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა.

უფრო დეტალურად:

მერიის კონტრაქტორ "გრინსერვის+"-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე - 6 წელი; თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი - 3 წელი; "გრინსერვისი+"-ის თანამშრომელი, დევი კახოიძე - 3 წელი; შპს „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელი, ბექა მურღულია - 3 წელი; "მშენ-ექსპერტის" დირექტორი, ნუგზარ ქიტიაშვილი - 3 წელი და 6 თვე; "მშენ-ექსპერტის" ექსპერტი, დავით თუშიშვილი - 3 წელი და 6 თვე; შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი, ლაშა ჭიყიტაშვილი - 3 წელი; ელექტროშემდუღებელი, გიორგი გობეჯიშვილი - 4 წელი. გამართლდა ელექტროშემდუღებელი, ვალერი გობეჯიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები