1 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზვიად ციკოლია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე: თხოვნით მივმართავ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ნუ გადააყოლებთ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის მომავალს

დიზაინერი ზვიად ციხოლია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და წერს: 

"ყველამ კარგად ნახა ბოლო პერიოდში რამდენად ინერტული ვარ პოლიტიკური მოვლენების მიმართ და ბევრჯერ ავღნიშნე თუ რამდენად მიუღებელია ჩემთვის ეს თემა, თუმცა ის რაც დღეს ხდება გულგრილს ვერ დატოვებს ვერავის ვისაც კი ოდნავ გული შესტკივა საქართველოს იმიჯზე და მომავალზე. 93-ში ერთხელ უკვე ჩავიჯვით სერიოზულად როცა პირველი პრეზიდენტი გავისტუმრედ იმ ქვეყნად. კიდევ ერთი ასეთი შეცდომა არამც თუ რომელიმე ხელისუფალს, არამედ სრულიად საქართველოს და ერს აღარ ეპატიება. ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დაცინვის ობიექტები. მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში ვიზეა საუბარი, შევარდნაძეზე, სააკაშვილზე თუ ზურაბიშვილზე. ღირსება უნდა შევინარჩუნოდ ბოლომდე და არავის მივცეთ იმის საშუალება.რომ მომავალში აშკარა შეცდომები წამოგვაძახონ და უფრო მეტიც, წინ დაგვახვედრონ. თხოვნით მივმართავ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ნუ გადააყოლებთ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის მომავალს. სჯობს ერთად დავდგეთ ყველა საერთო მტრის წინააღმდეგ და ერთად ვებრძოლოთ"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები