0 5 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნეთანიაჰუ - ჩვენ არ შევეგუებით ანარქიას

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორთან მიმდინარე დაპირისპიერბას ეხმაურება. 

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით, მე განვაცხადე, რომ "ჰამასს" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძვირად ვაზღვევინებდით. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ასეც გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვები ჯერ არ თქმულა და ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. მეორე ფრონტი ისრაელის ქალაქებია, ვიმეორებ რაც დღეს ვთქვი, ჩვენ 100%-ით დავეხმარებით პოლიციას და სხვა უსაფრთხოების ძალებს რათა ისრაელის ქალაქებში აღვადგინოთ წესრიგი და სამართლია, ჩვენ არ შევეგუებით ანარქიას", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები