0 8 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაირკვა ვინ არის რუსთავში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვი - ბინის აივანს, საიდანაც პატარა გადმოვარდა, მოაჯირი არ აქვს

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვი 1 წლის და რვა თვის თომა მალანიაა. 

ბავშვის მამა ზუგდიდიდანაა, ხოლო დედა - რუსთავიდან. როგორც ადგილობრივებმა "ინფო რუსთავს" უთხრეს, იმ ბინაში, რომლის აივნიდანაც მცირეწლოვანი გადმოვარდა, ოჯახი ქირით ცხოვრობს.

საინფორმაციო სააგენტოს მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ბინის აივანს მოაჯირი არ აქვს, თუმცა ჯერჯერობით ვერავინ საუბრობს იმაზე, ზუსტად რა ვითარებაში მოხდა უბედური შემთხვევა. 

2 წლამდე ბავშვი კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს. ექიმების თქმით, ბავშვს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხდა.

ბავშვი რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა თემურ მალანიასა და სალი კაციტაძეს უმცროსი შვილია, წყვილის უფროსი შვილი 5 წლისაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები