0 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო – ხალხი გადარჩა

უკრაინის სახალხო დეპუტატი სერგეი ტარუტა ამბობს, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის  თავშესაფარმა გაუძლო ოკუპანტების საჰაერო დარტყმას, ხალხი გადარჩა.

“ომის 22-ე დღის დილით, გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ, საბოლოოდ კარგი ამბავი მარიუპოლიდან! ბომბის თავშესაფარი გადარჩა. მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა, ხალხი ცოცხალი გამოდის!”,– წერს ტარუტა Facebook-ზე.

ცნობისთვის, 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობაზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. თავშესაფრის შესასვლელი ნანგრევებით იყო გადაკეტილი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები