ბექა ოდიშარია თავისი შვილებისა და ჰამბურგის პოლიც...
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
|
"ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
კითხვებზე ვპასუხობ: რა დიაგნოზები აქვს მიხეილ სააკაშვილს ცნობისმოყვარე, სკეპტიკოსები მეკითხებიან? ძალიან მძიმე, წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს. უმრავლესობა მათგანი კავშირშია მოწამვლასთან. სისხლში, თმაში - აღმოჩენილია: ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტალიუმი, ტყვია, ბისმუტი, ბარიუმი, ფრჩხილებში კადმიუმი, მანგანუმი, მცირე დოზებით, სიმპტომებთან კორელაციაში მიუთითებს ინტოკსიკაციაზე. დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, რთულ ქიმიურ ან რადიაქტიულ, სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია, როგორც შესაბამისი კვლევა, ისე მკურნალობა აქ ვერ ხორციელდება და ვერც განხორციელდება. შესაძლოა, მძიმე გამოსავალი. მკურნალობის შემთხვევაში რა აღდგება და რა არა არავინ იცის. ეს ყველაფერი განხორციელდა საქ. ციხეთა სისტემაში. ჩემი აზრით, დიდი ალბათობით, მე 18 ში და ალბათ მერეც გრძელდებოდა, გარკვეული სქემით ქრ. ინტოკსიკაციით. ასეთ სიტუაციაში, ადამიანის ჩატოვება ციხეში მკვლელობაა, 1 წელია ვუყურებთ პიროვნების ფიზიკურ და ფსიქიკურ განადგურებას, უმრავლესობა ეს მძიმე მეტალები ნეირო ტოკსიურია და ანადგურებს ფსიქიკას, ნერვულ სისტემას და ა.შ. როგორც ჩანს, არც არავის უნდა ამ საქმის გამოძიება. ჯერ კიდევ 2021 ის დეკემბერში ყურადღება მიიპყრო ნეიროლეფსიურმა სიმპტომატიკამ, მე 18 ში ცენტრი ემპათიას დიაგნოზები იყო: დაუზუსტებელი გულყრა და დელირი (გამგები გაიგებს) ჩვენი განცხადებების საფუძველზე დაინიშნა ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც 1 წლის მერეც ვერ ჩაატარა გამოძიებამ. 2022 ის 5 მაისს მორიგ დასკვნაში კვლავ მოვითხოვეთ ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზა. თმის ანალიზის შემდეგ, ჩვენ ვითხოვეთ ამერიკელი ტოკსიკოლოგის ჩართვა, მან დაადგინა ინტოკსიკაცია მძიმე მეტალებით და არასწორი მკურნალობა. გახსოვთ, ალბათ, ჩვენი განცხადება ფსიქოფარმაკოლოგიურ წამებაზე. დასკვნა რატომ არის დიდი, ზოგი უმეცარი მეკითხება? იმიტომ რომ, 1 წლიან პერიოდს მოიცავს და სასამართლოსთვის დაიწერა და არა ფბ. ს მომხმარებლებისთვის. კიდევ თუ გაქვთ კითხვები? რაც შეეხება, "სტრესს, არ თუ ვერ ჭამს, თავსიზიანებს, პატიმრობას ვერ იტანს "- ეს ნარატივი - დეზინფორმაცია პროპაგანდა - ალბათ, მოწამვლის სცენარის ნაწილია, რომ ყურადღება სხვაგან წავიდეს. ამ დროს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ PTSD და მძიმე ტრანზიტორული ეპიზოდები თავის ტვინის ორგანული დაზიანების და ინტოკსიკაციის ფონზე აღმოცენდა წამების შედეგად, დანარჩენი ყველა თუ არა უმრავლესობა სიმპტომები პირდაპირ კავშირშია ინტოკსიკაციასთან. რა ვიცი, აჰა, მოკლე დასკვნა.
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხა...
„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ...
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება. „ვფი...
სენატში გაკეთებული მძიმე გზავნილების მოსმენის შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერმა ამერიკა ქვეყნის მტრადდ გამოაცხადა და განმარტა, რომ თაღლითები თავად სენატორები არიან. "ვინც საუბ...
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წ...
კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადებას სამინისტრო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბაქრაძის, მიმართ ჩაატარა ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები