0 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იუნა შაფათავა - ორგანულად ვერ ვიტან კაცებს, ვერ ვხვდები ერთ და იგივე ადამიანთან ყოველდღე როგორ უნდა დაიძინო, ჭამო, იბანაო..

იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ორგანულად ვერ ვიტან კაცებს. 
ვერ ვხვდები ერთ და იგივე ადამიანთან ყოველდღე როგორ უნდა დაიძინო, ჭამო, იბანაო, უყურო ტელევიზორს,იარო თეატრში, იცოდე მისი ამბები, იმოგზაურო...ერთი და იგივდ სახე, სექსი, მოძრაობები, ქცევა....ვერ ვხვდები რა ძალა მადგას ერთ და იგივეს ვუყურო, ასე შეიძლება გადაირიო. ეს არის წვრთნა- მიაბა ცხოვრება ერთ ადამიანს. 
ორგანულად ვერ ვიტან კაცებს. ორი საათი ერთი და იგივე მამაკაცი ჩემს გვერდით უკვე გულისრევას იწვევს ისე კარგად ვიცნობ. ორი დღე ზედიზედ ვერც ერთს ვიტან,სულ რომ მზე და მთვარე ამომდიოდეს მასზე.
როგორ იტანთ "ჩუსტიან" ქმრებს? პირსახოციანს აბაზანაში? როგორ ჭამთ ერთად?
მართლა არ მჯერა, სერიოზული ესთეთიკური გემოვნების ქალს როგორ უნდა შეეძლოს ერთი და იგივე მამაკაცის ყურება სულ. სულ რომ მარკიზ დე სადი იყოს, ვისტუმრებ სინანულის გარეშე პირველადი დათვალიერება/მოხმარების შემდეგ. 
და ვთვლი, რომ ეს ნორმალურია.ძალით "ოჯახის" არ მჯერა. არადა მსოფლიოს 95% ძალით უთმენს ერთმანეთს.
თავისუფლება რატომ უნდა შევიზღუდო? ისე მიყვარს მარტო ძილი, ვგიჟდები. 
რატომ უნდა გავუყო ჩემი დრო და გავუზიარო ჩემი ჩვევები? ეს ხომ ისეთი ინტიმურია. 
არასოდეს. 
თავისუფალ აზროვნებას ვერ შეზღუდავ საზოგადოების დოგმებით. 
ნამდვილ სიყვარულს და ურთიერთგაგებას არ სჭირდება თანაცხოვრება. бред собачий. 
გულზე დაიდეთ ხელი, ქმარი რომ დაძრწის სახლში, რამდენჯერ გიფიქრიათ- ვერ გიტან....
ან ცოლი....
ხო და ასე, რა....
უბრალოდ "ასე საჭირო"თი, "გვერდში ვიღაც უნდა გყავდეს"- ცხოვრება გალიას ემსგავსება და ყმუიხარ.... გყავდეს ჰა. ჩემ კუბურ მეტრ ჰაერს თუ არ ჩაუსუნთქავს, უფრო მეყვარება, მანძილზე, იშვიათად ნახვით, რამე რომ იყოს....
და ასე უფრო ამართლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები