1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს, ტყუილად ცდილობენ – კალაძე

”ᲡᲐᲛᲐᲠᲪᲮᲕᲘᲜᲝᲐ ᲠᲔᲖᲝᲚᲣᲪᲘᲘᲡ ᲢᲔᲥᲡᲢᲘᲡ ᲗᲘᲗᲝᲔᲣᲚᲘ ᲡᲘᲢᲧᲕᲐ. ᲒᲕᲔᲣᲑᲜᲔᲑᲘᲐᲜ, ᲠᲝᲛ ᲗᲘᲗᲥᲝᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲣᲐᲛᲠᲐᲕ ᲡᲐᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ, ᲣᲐᲛᲠᲐᲕ ᲙᲔᲗᲘᲚ ᲡᲐᲥᲛᲔᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲓᲐ, ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲨᲘᲪ, ᲠᲐ ᲗᲥᲛᲐ ᲣᲜᲓᲐ, ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ – ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲔᲑᲘᲡ ᲠᲔᲐᲑᲘᲚᲘᲢᲐᲪᲘᲐ, ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲣᲚᲘ ᲛᲔᲛᲙᲕᲘᲓᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲫᲔᲒᲚᲔᲑᲘᲡ ᲠᲔᲐᲑᲘᲚᲘᲢᲐᲪᲘᲐ, NATO-Ს ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲘᲡ ᲑᲐᲖᲔᲑᲘᲡ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ, ᲣᲐᲛᲠᲐᲕᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲮᲔᲚᲨᲔᲬᲧᲝᲑᲐ, ᲗᲣᲜᲓᲐᲪ ᲪᲔᲜᲢᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ, ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ – ᲐᲠ ᲕᲘᲪᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘ ᲔᲠᲗᲘ ᲩᲐᲛᲝᲕᲗᲕᲐᲚᲝ. ᲘᲡ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ, ᲠᲐᲪ ᲠᲔᲖᲝᲚᲣᲪᲘᲐᲨᲘ ᲘᲧᲝ, ᲗᲘᲗᲥᲝᲡ, ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲪᲣᲓᲘ ᲙᲐᲪᲘᲐ, ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲣᲚᲐᲓ ᲛᲘᲣᲦᲔᲑᲔᲚᲘᲐ. ᲗᲣ ᲕᲘᲜᲛᲔ ᲤᲘᲥᲠᲝᲑᲡ ᲘᲛᲐᲡ, ᲠᲝᲛ ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲡ ᲡᲐᲜᲥᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲬᲔᲡᲔᲑᲘᲗ ᲨᲔᲐᲨᲘᲜᲔᲑᲡ, ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐᲨᲘ ᲓᲐᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲔᲜ, ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲓᲐ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲒᲐᲜᲐᲬᲧᲝᲑᲔᲜ, ᲘᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲝᲛᲨᲘ ᲩᲐᲔᲠᲗᲝᲡ, ᲛᲔᲠᲬᲛᲣᲜᲔᲗ, ᲢᲧᲣᲘᲚᲐᲓ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲔᲜ. ᲐᲠᲐᲕᲘᲡ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲐᲠ ᲒᲐᲛᲝᲣᲕᲐ. ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲛᲐᲪ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲓᲘᲓᲘ ᲡᲐᲥᲛᲔ, ᲠᲐᲪ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲡ ᲒᲐᲣᲙᲔᲗᲐ, ᲘᲧᲝ ᲛᲘᲡᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐᲨᲘ ᲛᲝᲡᲕᲚᲐ ᲓᲐ ᲘᲛ ᲑᲝᲠᲝᲢᲔᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲛᲢᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲪᲘᲚᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲜᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲘᲗ ᲘᲧᲝ ᲬᲐᲠᲛᲝᲓᲒᲔᲜᲘᲚᲘ.”

ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები