2 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რადიკალურად შევამცირებთ სამხედრო აქტივობას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით – რუსეთი

რუსეთის დელეგაციის წევრი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რადიკალურად შემცირდება სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით. ამის შესახებ სტამბოლში მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ფომინმა ისაუბრა.

„იმის გამო, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის შესახებ ხელშეკრულების მომზადების, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები პრაქტიკაში გადადის, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ურთიერთნდობის გაზრდისა და შემდგომი მოლაპარაკებებისა და საბოლოო მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რადიკალურად შემცირდეს სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“, – განაცხადა ფომინმა.

მისივე ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დაწვრილებით მოხსენებას გაავრცელებს დელეგაციის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები