0 6 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დავაკავეთ დედა-შვილი, რომლებიც მოქალაქეებს ბინებსა და სხვა შემწეობებს ჰპირდებოდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც დედა-შვილი არიან, მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. შსს-ს ცნობით, ისინი 30-ზე მეტ მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარებოდნენ. ასევე, ჰპირდებოდნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას და ბინებით უზრუნველყოფას, რის სანაცვლოდაც თითოეულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს და მიითვისეს თანხები – 2 000 ლარიდან 10 000 აშშ დოლარამდე.

“გარდა ამისა, ბრალდებულებმა, თითქოსდა მისაღებ საცხოვრებელ ფართებში ავეჯის განთავსების სანაცვლოდ, ამავე მოქალაქეებისაგან დამატებით, მოტყუებით მიითვისეს ფული — 500-500 ლარის ოდენობით. სამართალდამცველებმა, კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მ. კ. და ი. ზ. თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს”, – აცხადებენ უწყებაში.

ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლებით მიზნით ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები