0 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„რა არგუმენტაციაც სასამართლოში აქამდე გვქონდა, იგივე პოზიცია დავაფიქსირეთ. მაშინაც და ახლაც ვამბობთ, რომ დავით ცინარიძეს არ შეიძლებოდა ამ ბრალდებით შერჩეოდა საერთოდ აღკვეთი ღონისძიება. აღკვეთი ღონისძიება ადამიანის დასჯის მიზნით არ გამოიყენება, ის სასჯელი არ არის. აღკვეთის ღონისძიება კონკრეტული მიზნით გამოიყენება, რომ პირი არ მიიმალოს, ხელი არ შეუშალოს გამოძიებას და მტკიცებულებები არ გაანადგუროს. არცერთი საფრთხე დავით ცინარიძის მხრიდან არ არსებობს.

პროკურატურა ჩვენს შუამდგომლობას არ დაეთანხმა, იგივე პოზიცია დაიჭირა, ბრძანა, რომ არ არსებობდა ახალი გარემოება, რის გამოც მის მიმართ აღკვეთის ღონსიძიება უნდა შეცვლილიყო. მართალია, ძალიან მძიმედ, ძალიან რთულად მივდივართ იმ გზამდე, რასაც დავით ცინარიძის სრული გამართლება ჰქვია წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ საზოგადოებამ დაიცადოს ცოტა ხანი და როგორც ახლა გათავისუფლდა, ისე გამოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი. ამის თქმის საფუძველს საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გვაძლევს, რომელიც ვერანაირად ვერ შეკრავს იმ სტანდარტს, რაც პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არის საკმარისი“, - განაცხადა ხვისტანმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები