0 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

პარლამენტმა ონლაინ კაზინოების შეზღუდვის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რეგულაციების პაკეტი ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შემდეგ მოამზადა. პრემიერის თქმით, ონლაინ კაზინოები პირველ ეტაპზე უნდა შეიზღუდოს, შემდეგ კი სრულად აიკრძალოს.

აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის გაზრდას, რეკლამირების (გარდა სპონსორობისა) სრულად აკრძალვას და მოთამაშეთა ასაკობრივი ქვედა ზღვარის 25 წლამდე გაზრდას. ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები. ასევე, თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს.

კანონპროექტის განხილვები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

მედიამენეჯერების შეფასებით, აღნიშნულმა რეგულაციებმა შესაძლოა კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაობის შეფერხება, ან დახურვა გამოიწვიოს.

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აცხადებს, რომ თუკი პარლამენტი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ რეგულაციებს მიიღებს, სათამაშო ბიზნესის სექტორი უარს იტყვის სპორტის სპონსორებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები