0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუპერგმირობაზე მეოცნებე ბიჭებმა თავი შხამიან ობობას დააკბენინეს

 ბოლივიაში, ჩაიანტას პროვინციაში მცხოვრებმა სამმა ბიჭმა თავი შხამიან ობობა „შავ ქვრივს“ დააკბენინა

 ობობის ნაკბენის შემდეგ ბავშვებს კუნთების ტკივილი დაეწყოთ. დედამ დაინახა, რომ ბავშვები ტიროდნენ და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ წამალი დაალევინეს, თუმცა მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. შემდეგ ბიჭები ქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. შემდეგ ბავშვებს მწერების კბენის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს და 5 დღის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

 ბოლივიის ეპიდემიიოლოგიის და ჯანდაცვის მინისტრმა ვირჯილიო პეტრომ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მშობლებმა შვილებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ბავშვებს ფილმებში განვითარებული მოვლენები რეალობა ჰგონიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები