1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მელანიას ჯერ კიდევ არ სურს ხელი ჩასჭიდოს დონალდ ტრამპს"- მორიგი ოჯახური სცენა აეროპორტში

"მელანიას ჯერ კიდევ არ სურს ხელი ჩასჭიდოს დონალდ ტრამპს"- ამ სათაურით აქვეყნებს "dailymail"-ი სტატიას, სადაც აშშ-ს პირველი პირის და თავისი მეუღლის მორიგი ოჯახური სცენაა აღწერილი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი მსოფლიო ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცნენ. უკვე მეორედ, მელანია მეუღლისთან ხელის ჩაკიდებას თავს არიდებს. წყვილის უხერხული კადრი დასავლურმა ტაბლოიდებმა უკვე აიტაცა. 

ვიდეოკადრები გადაღებულია სამშაბათს, რომში ვიზიტის დროს. მაშინ როდესაც პრეზიდენტი და პირველი ლედი ლეონარდო და ვინჩის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვნენ,  ტრამპი შეეცადა მელანიასთვის ხელი ჩაეკიდა, თუმცა ქვეყნის პირველმა ქალბატონმა ხელის სწრაფი მოძრაობით აირიდა ქმრისთვის ხელის მოკიდება.

კიდევ ერთი ოჯახურ სცენის მოწმე გავხდით  რამდენიმე დღის წინ, თელ-ავივის აეროპორტში.  კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ცდილობს დონალდ ტრამპი ხელი ჩასჭიდოს მეუღლეს, თუმცა მელანია მოულოდნელად ხელს კრავს. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები