0 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აქამდე “ოცნებაზე” ცუდი სიტყვა არ მითქვამს, ახლა ყველას მინდა მივმართო – ვაჟა გაფრინდაშვილი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ეხმიანება ოკუპანტების მიერ ყოფილი ძალოვნის, მამუკა ჩხიკვაძის გატაცებას. ის მეოთხე დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

გაფრინდაშვილის თქმით, მთავრობის ვალია ყოფილი ჯარისკაცი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცვას, და თუ ამას არ აკეთებს, მას მთავრობაში ყოფნის უფლება არ აქვს.

“ყველას მინდა მივმართო. თუ მე აქამდე ერთი ცუდი სიტყვა არ მითქვამს “ოცნების” შესახებ და ვთვლიდი, რომ ისინიც იყვნენ რუსების მძევლები. თუ ეს ფაქტი დადასტურებულია, [ოცნება] უკვე გამოდის დამნაშავეების ბუდე. არ შეიძლება ადამიანი დასაჯო იმის გამო, რომ ის თავის სამშობლოს იცავდა.

ყველა ძალოვანს, ყველა მოქალაქეს თავისი მთავრობის რწმენა დაეკარგება. თუ შენს მოქალაქეს, მითუმეტეს, ყოფილ სამხედროს არ დაიცავ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაშინ შენ არავითარი ფასი არ გაქვს და არავითარი უფლება, ამ ქვეყანას უხელმძღვანელო”,– ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი ფორმულასთან საუბრისას.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლატორში წამების მსხვერპლია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გატაცების საკითხზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

უწყების განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული პირის გასათავისუფლებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები