0 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერით" აიცრა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ტატა იმნაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში Pfaizer-ის ვაქცინით აცრეს. 

აცრის პროცესს ესწრებოდა თავად პაატა იმნაძეც, რომლემაც ორსულთა ვაქცინაციაზე გააკეთა კომენტარი: „ოჯახში ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული. ის არის ფეხმძიმედ და ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელიც არის დაშვებული ორსულებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს და ვიცი, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ სხვას ვერაფერს ვიზამთ გარდა იმისა, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები, რათა ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე იყოს დაცული. ვიცი, რომ ორსულებში საკმაოდ აქტიურად დაიწყო აცრა. აცრამდე მომზადება და გამოკვლევა საჭირო არაა, მთავარია, აცრის შემდეგ მოქალაქე დარჩეს ასაცრელ სივრცეში, თუ განვითარდება რამე გართულება, უახლოეს წუთებში დროულად მოხდეს ჩართვა. ყველას გვეშინია ანაფილაქსიური შოკის, მაგრამ ნახევარ მილიონ აცრილში ოთხი ანაფილაქსიური შემთხვევა გვაქვს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები