2 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის

ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის. 

"მე ველოდებოდი პოლიტსაბჭოს შეხვედრას, მეც გახლდით პოლიტსაბჭოს წევრი და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, ვემხრობი და ვუჭერ მხარს ამ მიმართულებით, თუმცა ჩემი სპეციფიკური ბეგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგენლობითი ფორმიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ყველა ის გამოკითხვა, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში ვაწარმოე, მაძლევს იმის საფუძველს, რომ დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი.

შევეცდები, რომ მაქსიმალურად წარმოვადგინო ის თემები, რომელიც აქამდე სამწუხაროდ, ნაკლებად განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში, ამიტომ მივიღე სწორედ ეს გადაწყვეტილება და ხვალიდან შევუდგები საპარლამენტო საქმიანობას",-განაცხადა ნაკაიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები