პოლიტიკა
პროკურატურა ივანიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინში - რა ბედი ეწევათ კახიშვილ-ბინიაშვილს თაღლითური გზით თანხის მითვისების სქემაზე?
2021-05-07 20:19:57
კორუფციული სქემა და ევროპელი პენსიონერების ძარცვა - კახა კახიშვილი და მისი გარემოცვა უკვე დიდი ხანია, რაც აღნიშნულ თაღლითურ საქმესთან “ილინკება”, თუმცა პროკურატურას ამ დრომდე, ზედა რგოლიდან არავინ დაუკავებია.
საქმე იმაშია, რომ პროკურორი შოთაძე ივანიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, შოთაძემ პირადად ჩააყენა საქმის კურსში ივანიშვილი იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატი კახიშვილი და მისი არაოფიციალური დამფინანსებელი ბინიაშვილი, სავარაუდოდ, დაკავშირებულები არიან დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით მითვისების სქემასთან.
ერთადერთი რაც პროკურატურამ ამ დროისთვის შეძლო, სქემაში ჩართული საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალი სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის წარუდგინა.
სავარაუდოდ, შოთაძის უწყება ივანიშვილისგან მწვანე შუქის ანთების მოლოდინშია, რომლის შემდეგაც, ქართული ოცნების დეპუტატს და მის არაოფიციალურ დამფინანსებელ მიხეილ ბინიაშვილსაც საგამოძიებო უწყებაში დაიბარებენ.
ანონიმური წყარო ასევე გვიყვება, რომ თაღლითურ სქემაში მონაწილე რამდენიმე პირმა, დეტალურად აღწერა იმ სქემის შესახებ, რაშიც იღებდა მონაწილეობას და უფრო მეტიც, კონკრეტული გვარებიც სწორედ მათ დაასახელეს, რომელიც სავარაუდოდ, ბინიაშვილის გარემოცვამდე და შესაბამისად, ისნის მაჟორიტარ დეპუტატთან, კახი კახიშვილთან მიდის.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლებს კომუნიკაცია ჰქონდათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთანაც, სქემის თაობაზე. უფრო მეტიც, საქმე იმდენად გახმაურებულია, რომ ევროპელი პენსიონერები ითხოვენ, სახელმწიფოებმა ოფიციალურად მოახდინონ რეაგირება და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვონ დამნაშავეების დასჯა.
კომენტარები