მსოფლიო
სუბარი: ახლა რომ არჩევნები ჩავატაროთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ და აღარ გვინდა
2021-03-17 12:35:15
“ქართული ოცნების” წევრმა სოზარ სუბარმა რუსთავი2-თან საუბარში განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ თუ ჩატარდება არჩევნები, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა.
მისივე თქმით, ასეთი მოცემულობა მმართველ გუნდს აღარ სურს.
“მსოფლიოში არ არსებობს ასეთი რამ, რომ პლებისციტი ჩავატაროთ, არჩევნები ჩატარდეს თუ არა. რატომ ითხოვდნენ არჩევნებს – გაყალბდაო ამბობდნენ, შევამოწმოთ გაყალბდა თუ არა, გამოვიძიოთ და შემდეგ ჩავატაროთ ან არ ჩავატაროთ არჩევნები.
ამ ფონზე, რომ არჩევნები ჩავატაროთ, გარდა იმისა, რომ არჩევნების იდეას ვუთხრით საფუძველს, ერთი რამით არის ცუდი – კიდევ ერთხელ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ “ქართულ ოცნებას,” აღარ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობები, გავყვეთ მშვიდად იმ მოცემულობას, რაც გვაქვს. ასეთი ბევრი მანდატი არასდროს ჰქონია ოპოზიციას და კარგი იქნება, ამ გზით ვიაროთ,”-აცხადებს სოზარ სუბარი.
კომენტარები