0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრობლემებით სავსე რეგიონში საქართველო დემოკრატიის პლატფორმაა – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო რეგიონში დემოკრატიის პლატფორმას წარმოადგენს. განცხადება ღარიბაშვილმა ბრიუსელში, საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერის დასტური იყო. 

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ვალდებულებაზე და მის ვალდებულებაზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვსაუბრობთ სანდო დემოკრატიულ პარტნიორზე. საქართველო წარმოადგენს დემოკრატიის პლატფორმას პრობლემებით სავსე რეგიონში. ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ამ რთულ გზაზე წავიდეთ, მაგრამ ეს იქნება რეფორმების ფონზე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ თავის ევროპულ მისწრაფებაში. ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი ნამდვილად იყო დასტური ევროკავშირის მხარდაჭერისა. ჩვენ ვაპირებთ 2024 წელს განაცხადი შევიტანოთ ევროკავშირის წევრობაზე და ეს არის ჩვენთვის დიდი მოტივაცია, – ამბობს ღარიბაშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები