მსოფლიო
განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტრო გამოეყო
2021-03-16 16:20:02
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამინისტროდ იყოფა. ინიციატივას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მიხედვით, ორი სამინისტრო ჩამოყალიბდა, ცალკე იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინსტრო, ცალკე – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
გარდა ამისა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ახალი კომიტეტი – საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი შეიქმნება.
კულტურისა და სპორტის მინისტი სავარაუდოდ ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი თეა წულუკიანი იქნება. ის ამჟამად განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა. წულუკიანი რამდენიმე კვირაა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.
კომენტარები