მსოფლიო
კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
2021-03-15 15:06:37
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციონერი ლიდერების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა.
შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. დანიელსონმა ათონელის რეზიდენცია უკვე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, თბილისში ჩამოსვლის პირველ დღეს უკვე შეხვდა.
კომენტარები