1 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მარტის ბოლოდან Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს განაახლებს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს:

მოგეხსენებათ, რომ პირველი თებერვლიდან ჩვენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გავაუქმეთ ე.წ ნოტამი ანუ მოვხსენით ყველანაირი შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე, კერძოდ რეგულარულ ფრენებზე. დღესდღეობით გვაქვს შემდეგი სურათი, რომ თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ კვირაში 2 სიხშირით, Fly Dubai-მ - კვირაში 4 სიხშირით, Air Arabia- მ - კვირაში 2 სიხშირით, ხოლო, მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება Buta Airways-ი, ეს არის ბაქო -თბილისი-ბაქოს რეისი კვირაში 3 სიხშირით, ეს არის „ლოუქოსთერი“ და ასევე, Air Astana და Fly Aristan. ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე, მაგალითად „თურქეთის ავიახაზებმა“, რომელიც ახორციელებდა რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ხოლო ამ მომენტისთვის ასრულებს დღეში 2 რეისს. „პეგასუსი“ ფრენებს ახორციელებდა კვირაში მხოლოდ 2 სიხშირით და ამ მომენტისთვის დაფრინავს ყოველდღიურად. „ყატარის ავიახაზებიც“ გადავიდა ყოველდღიურ რეისებზე კვირაში 4 სიხშირით.

„ვიზეარი“, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, განაახლებს მარტის ბოლოდან ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზეარ აბუდაბი“ და ფრენებს შეასრულებს აბუ დაბი - ქუთაისი - აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით. მთლიანობაში გვაქვს შემდეგი სურათი, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში ეს იქნება 200 ფრენა კვირაში, მაშინ როდესაც თუნდაც გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში ანუ 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები