1 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, ჩვენ გავიმარჯვეთ” – ნიკა მელიას პირველი კომენტარი

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს:

“დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ყველა ჩემი კოლეგის სახელით. დიდი სოლიდარობა ვიგრძენი, ისეთი, რომელიც არასოდეს 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია.

გუშინ ჩვენ ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო, ყველაზე მთავარი – ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც გუშინ გამოიტანა გავრილოვის პარლამენტმა, და დღევანდელ სასამართლოზე გამოტანილი ვერდიქტი ასამართლებს ამ განაჩენით ყველას ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ხმა აიმაღლა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც გავრილოვის სახით სთავაზობდა ხელისუფლება და თვალებგახელილმა ახალგაზრდებმა დათვებზე სანადირო ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს და თვალების დაკარგვის ხარჯზე ღირსება შევინარჩუნეთ.

ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის მომხრე უკეთესი ხვალინდელი დღისა – ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო, ან ღირსეული საქართველო, ან ღირსებააყრილი საქართველო, ან თავისუფალი ქვეყნის მომავალი, ან ოკუანტის ბორკილები! ხელისუფლების რეჟიმი დგას ძალმომრეობაზე, ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე. ჩვენ მხარესაა ის სიმართლე, რომლის გამო თაობებს სიცოცხლეც კი დაუთმიათ.

ივანიშვილო, გავრილოვო, თავისუფლების იდეა არ სამართლდება არასოდეს და არც ახლა გასამართლდება. ძალადობა დამთავრებულია, თქვენ გაწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც მყარი გეგონათ. 

საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ, არა მხოლოდ პოლიტიკურად და ზნეობრივად, სულიერადაც გამარჯვებული ვართ. ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენ წინაპარს უბრძოლია, რომ პატივი ჰქონოდა ებრძოლა და მოეპოვებია თავისუფლება. აგერ ვართ, ბრძოლის წინა ხაზზე და გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.

წაშლილია ყველანაირი პარტიული პოლიტიკა, დარჩა ორი მხარე, ერთ მხარესაა ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. ან ვდგავართ ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. 

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები