მსოფლიო
ნიკა მელიამ ხელთათმანი ესროლა სამართალს – დიმიტრი ხუნდაძე
2021-02-17 14:25:43
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, განაცხადა:
„ნიკა მელიამ პრაქტიკულად ხელთათმანი ესროლა სამართალს, ეს მიუღებელია. ეს ფანჩატურული დროებითი გაუგებარი ერთობა არავითარ საერთო ღირებულებებს არ ეფუძნება. თუმცა, მათ აქვთ საერთო, რომ დესტრუქციის გზით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, ეს წარმოუდგენელია. ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, როგორც აღიარეს საერთაშორისო პარტნიორებმა.
საზოგადოების გადაწყვეტილებაა, რომ მოცემული კონფიგურაციით იყოს წარმოდგენილი, როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიცია პარლამენტში და მათი დაკვეთა უნდა აღსრულდეს. თუმცა, ისინი რჩებიან დესტრუქციულ რეჟიმში და ხელს უწყობენ ნიკა მელიას, დააზიანოს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი“
კომენტარები