0 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალეკო ელისაშვილი - მზად ვარ ნიკა მელიას ჩემი ხელფასი გადავურიცხო

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მზადაანიკა მელიას გირაოს შესაგროვებლად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.

„რაც შეეხება ნიკას, ეთერში მე მომმართა და თქვა, რომ ერთხელ გირაო გადავიხადეო, ახლა კიდევ დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვსო, რომ მეორეჯერ გირაო გადავიხადოო - გასაგებია, ორჯერ 30 000 ლარი არავის აქვს, მეც არ მაქვს! ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულებით, მე მაგალითად, აქ ხელფასი არ ჩამრიცხვია ჯერ, მაგრამ მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავურიცხო. ადამიანურად მზად ვარ!

ახლა ამ კომიტეტის წევრი არა ვარ, უბრალოდ, მაინტერესებდა განწყობა, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ასევე პროკურორის. გასაგებია, რომ ისინი პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებენ, რომ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუჩერონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მხარს არ ვუჭერთ! არაა სწორი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელს ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა გულზე გეხატებოდეს და როგორც არ უნდა მოგწონდეს, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის იმუნიტეტის შეჩერება არაა ნორმალური! სახალხო დამცველის მოსაზრებას აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ ნორმალური არაა, როდესაც პარტიის წარმომადგენელს, ან თავმჯდომარეს პარლამენტი უხსნის იმუნიტეტს. პირველ რიგში, იმუნიტეტი ოპოზიციონერი დეპუტატების დაცვის მექანიზმია, როცა ამ მექანიზმს სპობ და აშორებ ე.ი. ოპოზიციას ებრძვი!“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები