1 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ გაექცა კახი კახიშვილი „აიტივის“ კამერას - თემა, რომლის გამოც ოცნების დეპუტატი ჟურნალისტებს ემალება

 

მედიაში გაავრცელა ფოტო-მტკიცებულებები იმის შესახებ რომ ქართული ოცნების დეპუტატს, კახი კახიშვილს ახლო კავშირები აქვს ბიზნესმენ მიხეილ ბინიაშვილთან, რომელიც წყაროს ცნობით, მას წინასაარჩევნოდ არაოფიციალურად აფინანსებდა.

სწორედ კახიშვილის გავლენებით შემოდიოდა საზღვარზე მიხეილ ბინიაშვილი, ყოველგვარი რეგულაციების დაცვის გარეშე. მაშინ, როდესაც „უბრალო მოკვდავთ“ კარანტინი ან სპეციალური შემოწმება უწევდათ, ბინიაშვილი ყოველგვარი ბარიერის გარეშე კვეთდა საზღვარს.

მეტიც, მიხეილ ბინიაშვილი და კახი კახიშვილი ახალ წლამდე მცირე ხნით ადრე თურქეთში ერთად იმყოფებოდნენ.

თუმცა, კახიშვილი დღემდე მალავს მასთან ახლო კავშირებს. რატომ? როგორც ჩანს ქართული ოცნების დეპუტატს არ აქვს პასუხი სრულიად სამართლიანად გაჩენილ კითხვებზე: რა ბიზნეს-ინტერესები აქვს პირთან, რომელიც მას წინასაარჩევნოდ არაოფიციალურად აფინანსებდა?

გუშინ სწორედ ამ კითხვების დასმა სცადა ქართული ოცნების დეპუტატთან ინტერნეტ ტელევიზია „აიტივის“ ჟურნალისტმა. თუმცა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გამოსული კახიშვილი გაიქცა, ლიფტში შევარდა და გაუჩინარდა.

კახი კახიშვილი ისე ააღელვა მიხეილ ბინიაშვილის ხსენებამ რომ ამის შემდეგ პარლამენტში მთელი დღე აღარ გამოჩენილა.

მეტიც, ის არ იმყოფებოდა არც თავის სამუშაო ოთახში, სავარაუდოდ იმ მიზნით რომ „აბეზარ ჟურნალისტებს“ მისთვის კითხვები არ დაესვათ თემაზე, რომელმაც შესაძლოა, ოცნების დეპუტატი პასუხისმგებლობამდეც კი მიიყვანოს.

თუმცა, ბატონ კახიშვილს აუცილებლად მოუწევს გვიპასუხოს: ვინ არის მისთვის მიხეილ ბინიაშვილი, რა მიზნით იმყოფებოდა მასთან ერთად თურქეთში და რატომ არ ასახა შესაბამის დოკუმენტში ის ფაქტი რომ მან, წინასაარჩევნოდ, მისგან ფულადი დახმარება მიიღო - არაოფიციალურად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები