მსოფლიო
პარტიას, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს
2020-12-21 15:34:28
პოლიტიკური პარტიას, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ეს ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.
პროექტის ავტორთა შეფასებით, თუ პარტიას “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის საფუძველზე საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არც ისეთი მნიშვნელოვანი რესურსი უნდა მიიღოს, როგორც არის უფასო საეთერო დრო.
საკანონმდებლო პაკეტის მთავარი არსი კი ისაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი.
კომენტარები