2 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ქალბატონო თეა, თქვენც კი, ხართ მზეთუნახავი“- ნიკა გვარამიას მეუღლე თეა წულუკიანს

მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მეუღლე, სოფო ლილუაშვილი თეა წულუკიანის, კომენტარს – “მზეთუნახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული” – პასუხობს, რომ თეა წულუკიანიც მზეთუნახავია.

“მინდოდა მეთქვა, ქალატონო თეა, დიახ, თქვენც კი, ხართ თქვენი შვილისთვის მზეთუნახავი, დიახ, თქვენც კი იქნებოდით, როცა პატარა იყავით, თქვენი მშობლებისთვის მზეთუნახავი და მე მგონია, რომ ქალბატონ თეას ელემენტარული ქალური სოლიდარობა და მხარდაჭერა მაინც უნდა გამოეჩინა და ამ ვითარებაში საერთოდ მე, როგორც ნიკა გვარამიას, ცალკე აღებულს, მეუღლეს, ქალს, საერთოდ არ უნდა ვეხსენებინე. მე ასე ვიზამდი”, – ამბობს სოფო ლილუაშვილი

შეგახსენებთ, რომ წულუკიანი ნიკა გვარამიას ოჯახზე უკანონო თვალთვალში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს -“ ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუნახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული – ასე უპასუხა წულუკიანმა დასმულ კითხვას.

ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე არავის გამოუთქვამს ჯერ – ასე გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი თეა წულუკიანის კომენტარს.

“ჩემთვის, როგორც მისი თანამებრძოლისთვის, მეუღლისთვის, როგორც მისი მეგობრისთვის, ძალიან დიდი პატივია, რომ მის გვერდით ყოფნა მერგო წილად” – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მეუღლე, სოფო ლილუაშვილი “დღის სტუმრის” ეთერში წლების განმავლობაში, მათი ოჯახის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს.

სოფო ლილუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ნიკა გვარამიას დასაშინებლად ყველაზე “სუსტ წერტილს” – ოჯახს იყენებს:

“ჩვენ ხომ ვართ მისთვის სუსტი წერტილი და ისინი ჩვენი გამოყენებით ცდილობენ ის შეაჩერონ, მაგრამ ნიკა არ შეჩერდება, ჩვენ ერთად ვცხოვრობთ 14 წელია და მე ძალიან კარგად ვიცნობ მას. თუკი რაღაცის გამო არ შეჩერდება, ეს რაღაცა არის ის ბრძოლა, რაშიც ნიკა არის ჩართული და ვერც სოფო, ვერც სანდრო, ვერც ქექე, ვერც გიკო, მას ვერ შეაჩერებს, მე ეს ნანახი მაქვს, მე ჩემს ქმარს ვიცნობ და ტყუილად ცდილობენ ამით მანიპულირებას. ეს მას უფრო მეტად აძლიერებს”, – ამბობს სოფო ლილუაშვილი.

ნიკა გვარამიას მეუღლე იხსენებს, რომ მძიმე იყო ემოცია, რომელიც მათი თვალთვალის ვიდეოს ყურებისას მიიღო, “ქექეს თვალით დანახული ეს კადრები ძალიან მძიმე იყო, ის ლაქები, რომლის ჩვენება თვითონ ასე უჭირს, აქ ჩანს” – თქვა სოფო ლილუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები