პოლიტიკა
ითქვა, თითქოს პარლამენტში შესვლის მომხრე ვარ, არადროს ეს არ მითქვამს – ბოკუჩავა
2020-12-09 14:32:54
ენმ - გაერთიანებული ოპოზიციის წევრი თინა ბოკუჩავა ტელეკომპანია მთავარის ეთერში ნათქვამს, თითქოს ის პარლამენტში შესვლის მომხრეა, სოციალურ ქსელში პასუხობს და ამბობს, რომ მსგავსი პოზიცია არასოდეს ჰქონია.
"მინდა გამოვხმაურო დღევანდელ გადაცემას მთავარ არხზე, სადაც ითქვა, რომ თითქოს მე ვარ პარლამენტში შესვლის მომხრე, აზრი რომელიც ეთერებში თურმე დამიფიქსირებია.
არსად, არც ერთ გადაცემაში, არასოდეს დამიფიქსირებია მსგავსი პოზიცია. 8 წლიანი პოლიტიკური საქმიანობის მანძილზე ვიყავი იქ სადაც იყო ნაციონალური მოძრაობა, ბრძოლის წინა ხაზზე. ასე იყო და ასე იქნება, სანამ ვიქნები პოლოტიკაში." - წერს ბოკუჩავა.
კომენტარები