მსოფლიო
მშობლებმა არა, უფრო ხაბეიშვილმა გამოთქვა უკმაყოფილება, ბაღის პროდუქტებთან დაკავშორებით - კახა კალაძე
2020-12-07 16:20:45
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა პროდუქტი, რომელსაც ბაღის აღსაზრდელების მშობლებს სახლში ატანენ, შემოწმებულია.
კალაძის თქმით, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ბევრი შემთხვევა ფიქსირდებოდა, როცა მიზანმიმართულად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს პროდუქტები იყო ვადაგასული.
კახა კალაძის განმარტებით, სწორედ ამიტომ, ბაღიდან პროდუქტების გატანის დროს დაიწყო ვიდეოგადაღება და მათი შემოწმება.
„დავაზუსტებ, მშობლებმა არა, უფრო ხაბეიშვილმა გამოთქვა უკმაყოფილება და ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ხაბეიშვილის პროექტია. რაც შეეხება პროდუქტებს, ბაღიდან პროდუქტების გატანის დროს, ხდება ვიდეოგადაღება, ყველა პროდუქტის შემოწმება და მშობლების ხელმოწერები, რომ ეს პროდუქტები არის უპრობლემო და ვარგისიანი.
როდესაც ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, ძალიან ბევრი შემთხვევა გვახსოვს, მიზანმიმართული დეზინფორმაცია, სიცრუე ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ პროდუქტები იყო ძველი, ვადაგასული, ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველაფრისგან დაზღვეული რომ ვიყოთ, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ვიდეოგადაღებები და მშიბლების ხელმოწერები“, – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები