მსოფლიო
ამირან გამყრელიძე - დღეში სამი-ოთხი ათასი ინფიცირებული ძალიან მაღალია მაჩვენებელია, ამიტომაც გამოცხადდა შეზღუდვები, რომ როგორმე ზრდის სისწრაფე შევანელოთ და ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს საავადმყოფოებს
2020-11-26 23:04:28
ყოველდღიურად სამი-ოთხი ათასი ინფიცირებული პაციენტი საქართველოსთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, სწორედ იმიტომ გამოცხადდა დღეს შეზღუდვები, რომ როგორმე ზრდის სისწრაფე შევანელოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აუცილებელია, შემცირდეს ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, რათა საავადმყოფოებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს.
„დღეში სამი-ოთხი ათასი ინფიცირებული ძალიან მაღალია მაჩვენებელია, ამიტომაც გამოცხადდა შეზღუდვები, რომ როგორმე ზრდის სისწრაფე შევანელოთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ახალ შემთხვევათა რიცხვი შევამციროთ, რათა ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს საავადმყოფოებს. ეს არის დღეს მთავარი. ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, თუ რამდენი ინფიცირებულია კრიტიკული მაჩვენებელი, მაგრამ დღეს საკმაოდ მაღალ ზღურბლზე ვართ. დაახლოებით ოთხი ათასი შემთხვევის იანგარიშეთ, რომ სულ მცირე 15-20 პროცენტი აუცილებლად საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. ოთხი ათასიდან 20 პროცენტი ეს არის დაახლოებით 800 შემთხვევა ყოველდღიურად, რომელიც ნამდვილად რთულია დღეს საქართველოს ჰოსპიტალური სექტორისთვის. დანარჩენები არიან კოვიდსასტუმროში ან ბინაზე მკურნალობენ. ზოგადი მიდგომა არის ასეთი, რომ დაახლოებით 80-85 პროცენტი, ცოტა მეტიც, საჭიროებს ძირითადად ბინაზე მკურნალობას. 15-20 პროცენტი არის მძიმე და კრიტიკული ავადმყოფები, რომლებიც საავადმყოფოში უნდა იყვნენ. 6 ათასი პაციენტი საქართველოს ჰოსპიტალური სექტორისთვის დიდი დატვირთვაა. როგორც მე ვიცი, კოვიდთან მიმართებაში სამინისტროდან დაახლოებით 8 500 საწოლის მობილიზაცია ხდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები