1 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრედ პიტმა წონაში საშინლად დაიკლო

  დაახლოებით 8 თვის წინ ბრედ პიტი ანჯელინა ჯილის დაშორდა. როგორც ჩანს, პირად ცხოვრებაში დაძაბულობა ბრედს გარეგნულადაც დაეტყო.

53 წლის მსახიობი ასეთი გამხდარი არასდროს ყოფილა. მისი სიგამხდრე თვალშისაცემი იყო ნიუ იორკში ფილმის პრემიერაზე. მას შავი კოსტიუმი ეცვა. ქსოვილმა გამოაჩინა ბრედის ზედმეტად გამხდარი სხეული. მისი შარვალი კი რამდენიმე ზომით დიდს ჰგავდა. პიჯაკის სახელოებიც უზარმაზარი ჩანდა მსახიობის სხეულთან შედარებით.

მიუხედავად მისი ასეთი სუსტი გარეგნობისა, მან გულშემატკივრებს გაუღიმა. პრემიერის შემდეგ კი ბრედი დარჩენილ პოპკორნს მიირთმევდა.

მსახიობმა ერთი თვის წინ GQ-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა ცოლთან დაშორების შემდეგ.

ბრედ პიტი:’’გავიგე,  ერთ-ერთმა იურისტმა  თქვა, რომ ვერავინ მოიგებს სასამართლოში. საქმე მხოლოდ ისაა, ვის უფრო მეტად ეტკინება. ზუსტად ასეა. დიდ დროს ხარჯავ რომ შეძლო სიმართლის დამტკიცება და რატომ ხარ შენ მართალი და ისინი - არა, ეს მხოლოდ ინვესტიციაა შუღლის და სიძულვილის. მე უბრალოდ ამაზე  უარი ვთქვი. საბედნიეროდ, ჩემი პარტნიორი დამეთანხმა. გაყრა არის ძალიან, ძალიან არასასიამოვნო პროცესი ბავშვებისათვის“.

ახალი ფილმი ‘’ომის მანქანა’’ არის კომედიური ჟანრის, რომელიც ძალიან თავდაჯერებულ არმიის გენერალს ეხება. მთავარ როლში ბრედ პიტია.

ფილმი ეკრანებზე 26 მაისს გამოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები