1 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ევროკავშირი მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის, თუმცა საჭიროა მისი რეფორმირებაც“

   საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად, მწვავდება დაპირისპირება  ცენტრისტ ემანუელ მაკრონსა და ნაციონალისტური ფრონტის წარმომადგენელ მარინ ლე პენს შორის.

   პრეზიდენტობის კანდიდატმა  ლე პენმა თავისი მეტოქე ემანუელ მაკრონი საფრანგეთის არაპოპულარულ პრეზიდენტთან დააკავშირა და გაიხსენა მისი ფრანსუა ოლანდის  კაბინეტში მუშაობის პერიოდი. BBC-სთან საუბარში მაკრონმა ასვე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა აუცილებლად უნდა გაატაროს რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლას არ გამორიცხავს   "ევროპას აუცილებლად სჭირდება რეფორმა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევს FREXIT-ს პერსპექტივაზე დაფიქრება" 

    მშრომელთა დღის მოახლოებასთან დაკავშირებით,  მწვავდება ფრანგი მემარცხენე და მემარჯვენე მხარეების დაპირისპირებაც. 5-მა დიდმა პროფესიულმა გაერთიანებამ მოუწოდა თავის წევრებს, რომ  არ მიეცათ ხმა მარინ ლე პენის სასარგებლოდ, თუმცა მათგან მხოლოდ ორმა  გამოუცხადა მხარდაჭერა ემანუელ მაკრონს.ცალსახაა, რომ საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურის წინ, ლე პენი, მეტოქის წინააღმდეგ, მთელი ენერგიით იბრძვის. 

    აღსანიშნავია, მაკრონის BBC-სთან გაკეთებული განცხადებებიც. მისი თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ძველებურად მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის, მაინც საჭიროა მისი რეფორმირება.„ჩვენ პირდაპირ უნდა ვუყუროთ სიტუაციას, მოვუსმინოთ ხალხს და ვაღიაროთ ფაქტი, რომ ისინი დღეს ძალიან გაბრაზებულები არიან.“-განაცხადა მაკრონმა.

   მაკრონის თქმით, თუ ის მისცემს ევროკავშირს უფლებას დარჩეს ისეთად, როგორიც არის, ეს მისი მხრიდან იქნება ღალატი. „მე არ მინდა ამის გაკეთება“-თქვა მან. „რადგან, ხვალ, ჩვენ გვექნება ან „ფრექსიტი“, ან მარინ ლე პენის ნაციონალური ფრონტი“

  7 მაისს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში,  ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები