1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ციხის კარს ვერავის გავუღებთ...არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას: რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, „არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას“. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას ბრეგაძემ განმარტა, „საქართველოში, და ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე“.

„არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად. ჩვენ ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები