1 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

29 აპრილს ვიკრიბებდით ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინია,
ვინც რუსეთს არ ეფარება.. მამული, ენა, სარწმუნოება! - ნინო წილოსანი

“ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება. 

 

"ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ.

 ვიკრიბებით საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის ერთგულიმოქალაქეები:

ვისაც საქართველო უყვარს,
ვინც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს სცემს პატივს,
ვისაც მტკიცედ სწამს ევროპულ ოჯახში გაერთიანების,
ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინია,
ვინც რუსეთს არ ეფარება და საკუთარ თანამოქალაქეებს არ აშანტაჟებს,
ვინც ბავშვებს და ახალგაზრდებს არ იყენებს ფარად, თავისი მავნებლური მიზნებისთვის,
ვინც საკუთარი ქვეყნისთვის სანქციებს არ ითხოვს,
ვინც საკუთარ ქვეყანაში ბომბების ჩამოყრას არ ითხოვს,
ვინც სიცრუის ტირაჟირებით არ ცდილობს სიმართლის გადაფარვას,
ვინც ჩვენს ქვეყანას პარტნიორი ქვეყნების თანასწორად თვლის,
ვინც რადიკალიზმს არ კვებავს განსხვავებული აზრის დევნით,
ვინც ძალადობას არ ახალისებს,
ვისაც არ გვსურს ნაცების ნაცისტური რეჟიმის უკან დაბრუნება.
მამული, ენა, სარწმუნოება!" - წერს ნინო წილოსანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები