1 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიღომში მომხმარებელმა “ნიკორას” თანამშრომელი დაჭრა

ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს “ნიკორას” დიღმის ფილიალში, სადაც დაპირსპირება მაღაზიის თამაშრომელსა და მომხარებელს შორის დაჭით დასრულდა – თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრას წინ საწყობის თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის კამათი უძღოდა, რის შემდეგაც მომხმარებელმა კაცი დანით დაჭრა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, ჩვენი ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

“ჩვენ ახალი სმენა ვართ და არაფერი არ ვიცით”, – ამბობს “ნიკორას” ერთ-ერთი თანამშრომელი. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა დღის საათებში მოხდა. “ნიკორას” აღნიშნული ფილიალის გვერდით პოლიციის შენობა მდებარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული ამ დრომდე დაკავებული არაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები