1 5 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“აშშ-ის საელჩოს განცხადებით ყურებჩამოყრილი ოპოზიციონერების და გახარებული ქოცი ნაძირლების საყურადღებოდ”

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამერიკის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ყურებჩამოყრილი ოპოზიციონერების და გახარებული ქოცი ნაძირლების საყურადღებოდ:

1. ეს არის დიპლომატიური კორპუსის განცხადება, რომელშიც ვერანაირად ვერ იქნება მოწოდება არჩევნების ჩაშლისკენ;

2. ამავე განცხადებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, რაც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე, შეიძლება საუბარი არჩევნების შედეგების გაუქმების და ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

3. საკმარისი რაოდენობის მტკიცებულებები ჩვენს შემთხვევაში ნიშნავს ისეთ რაოდენობას, რომელსაც 4 პროცენტიანი სხვაობის მოცემა შეუძლია – 48 პროცენტის მაგივრად 44 პროცენტი ხელისუფლებისთვის ნიშნავს იმას რომ მან ოპოზიციასთან წააგო. 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილია 4 პროცენტზე ბევრად მეტი, მინიმუმ 10 პროცენტიანი ცდომილების მომცემი დარღვევები, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს, დაიშალოს არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

და ბოლოს, ესეც რომ არა, რაც ზემოთ დავწერე, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს და სულ მარტოც რომ დავრჩეთ, ჩვენ შეგვიძლია შედეგის შეცვლა, თუ ერთად ვიქნებით და ერთმანეთს არ ვუღალატებთ.

ვინც არ იცით ან დაგავიწყდათ, შეგახსენებთ 2003 წლის ამბებს, რისი თვითმხილველი კი არა, მონაწილე გახლავართ:

მაშინდელი პარლამენტი ცნო ყველა ქვეყანამ, დარჩენილი იყო მხოლოდ პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ცნობა და აი სწორედ იმ დღეს შემოანგრია მიშა სააკაშვილმა დარბაზის კარები. მერე რაც მოხდა, იმედია ყველას გახსოვთ.

კატეგორიულად ვემიჯნები ყველა პესიმისტურ განცხადებას.

მოგიწოდებთ ყველას, სანამ ჯერ კიდევ არის შანსი, თუნდაც მცირედი, თავი შევიკავოთ ასეთი განცხადებებისგან. არ გეგონოთ, ვინც დღესაც ოპტიმისტურ ნოტაზე ვრჩებით, თქვენზე ნაკლებად ჭკვიანები ვართ. უბრალოდ ჩვენ პირველ რიგში საქმეზე ვფიქრობთ და არა იმაზე, მომავალში, თუ ყველაფერი ცუდად დამთვარდება, ამაყად ვთვქატ, აი ხო ვამბობდიო.

კარგად გაიაზრეთ, გთხოვთ, რასაც ვამბობ და თქვენს სრულიად გასაგებ მძიმე განწყობას ნუ გადასდებთ მათ, ვინც დღესაც იბრძვის. თუ გვერდში დგომას ვერ ახერხებთ და თუნდაც სიტყვით გამხნევებაც არ გამოგდით, უბრალოდ გაჩუმდით და ნუ ასაჯაროებთ თქვენს უიმედო განწყობას დღევანდელ დღეს.

რამდენიც ვართ, როგორებიც ვართ, ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები