1 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომელმაც ამ 5 წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი გამოაიარა "


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ხალხს, ოჯახს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა განვლილი 5 წლის მანძილზე თანადგომისთვის. მისივე თქმით,  ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა დაპირისპირებულია ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას იყენებს, რათა მისი დისკრედიტაცია მოახდინოს.

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომელმაც ამ 5 წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი გამოაიარა და არცერთხელ ამის გამო ჩემთვის არ შეუქმნია პრობლემა და დისკომფორტი. დღეს მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც ამ იდეალებს ემსახურებოდა 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას, იმიტომ რომ გამორჩეული მხარდაჭერა მქონდა მე ამ პერიოდის განმავლობაში. დამიჯერეთ, ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა დაპირისპირებულია ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს, რათა მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ შეარყიოს მისი მმართველობა და ამ რთულ მომენტებში არამასმედიით, არა გამოჩენილი თუ გამოუჩენელი, აზრის შემქმნელი ადამიანებისგან, არამედ მაშინ, როცა მე გავივლიდი დუშეთის ქუჩაში, მაშინ, როცა მე გავივლიდი თბილისის ქუჩაში, მთავარი ბარომეტრი მქონდა ის, როგორ მხვდებოდა ხალხი და ამის განცდა მე მუდმივად მამყოფებდა იმის დარწმუნებულობაში, რომ მე სწორი გზით მივდივარ თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქართულ საზოგადოებას, მე ვრჩები თქვენს სამსახურში, ისევე როგორც მანამდე ვიყავი“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები