მთავრობამ ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრ...
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
|
საქართველო თავდაცვის სამინისტრო საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მყოფი, თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ცალკეული ტელევიზიების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მყოფი, თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს დეზინფორმაციას და ზოგადად, კოდექსის პროექტის დისკრედიტაციის მცდელობას. კერძოდ, საქმე ეხება განხილვების პროცესში შეცვლილ რამდენიმე მუხლს. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებდა გარკვეული ოდენობის თანხის (10 ათასი ლარი) გადახდის სანაცვლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევის ერთჯერადად გადავადების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის შესახებ არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით და მატერიალურად შეძლებული პირებისთვის შესაძლო პრივილეგიის მინიჭების აღქმის პრევენციის მიზნით, მოხდა მისი ამოღება. აღნიშნული საკითხის დაკავშირება სახელმწიფო უწყებებიდან გარკვეული პირთა წრის გათავისუფლებასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. კერძოდ, სადაც ჩამოთვლილია ის სახელმწიფო უწყებები, რომელთა თანამშრომლებისთვის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გადავადება არის შესაძლებელი, მოხდა ცალკეული უწყებების გამოყოფა. მცდარია მოსაზრება, რომ საქმე ეხება ყველა სამინისტროსა და სსიპებს. აღნიშნული ინიციატივა სწორედ იმ უწყებებს ეხება, სადაც დღეის მდგომარეობით იხდიან წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ახალი კოდექსით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში. პირები, რომლებიც კონკრეტული ვადითა და კონტრაქტით იქნებიან დასაქმებული სხვა უწყებებში, სადაც დღეს გაწვეული წვევამდელების იდენტურ ფუნქციებს შეასრულებენ, ისარგებლებენ გადავადების უფლებით. აღსანიშნავია, რომ ისინი სრულად არ თავისუფლდებიან წვევამდელთა ეროვნული სამსახურისგან და გადავადება იქნება დროებითი.აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სამინისტრო ხელმძღვანელობს ქვეყნისა და მოქალაქის საუკეთესო ინტერესებითა და ურთიერთთანამშრომლობის მიდგომით. სამწუხაროა, რომ ცალკეული მედია საშუალებები, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ ამ პროცესის დაზიანებასა და კოდექსის პროექტის დისკრედიტაციას",- ნათქვამია ინფორმაციაში.
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
“თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობ...
ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატ...
„სინამდვილეში, ამ ორი - სამი წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია დაგვეცვა. ძალიან ხშირად, ამ წლების განმავლობაში, უსამართლო ...
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 15 პოლიტიკური პარტიის 2023 წლის ფინანსური დეკლარაციების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 15-მა პარტიამ ...
„მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან ...
“ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართველი პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება. ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მა...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები