დასანანია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ მრავ...
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გა...
|
საქართველოს პროკურატურამ, თელავში მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
"სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბრალდებულის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს. გარდა ამისა, იგი ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს და მის დედას, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს.
აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს და 5 ოქტომბერს პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა); 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ) და 11-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, თუმცა 6 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ სცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 2000 ლარი შეუფარდა.
პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა.
ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა თავის მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ უმკაცრესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რაც კოორდინირებულ მუშაობას, საზოგადოების ჩართულობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიან ძალისხმევას გულისხმობს.
საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.
აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება", - აცხადებს პროკურორი.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გა...
"ᲖᲝᲒᲐᲓᲐᲓ, ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲘᲬᲧᲝᲗ ᲤᲐᲥᲢᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲨᲘ [ᲐᲕᲦᲐᲜᲔᲗᲨᲘ] ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ ᲗᲐᲚᲘᲑᲐᲜᲘᲡ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲐ ᲐᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲔᲑᲡ. ᲐᲛ ᲛᲮᲠᲘᲕ, ᲗᲐᲚᲘᲑᲐᲜᲘ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲐᲓ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲐ ᲢᲔᲠᲝᲠᲘᲖᲛᲗᲐᲜ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ”. გა...
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება. „ჩვენს ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება. ვსაუბრობ არა იმდენად ახალ ტექსტზე, რამდენადაც მისი შექმ...
8 ივლისს ყრილობაზე იქნება ბევრი სიახლე და ცვლილება, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პარტიას, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადამწყვეტი რ...
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, იმედი აქვს, უკრაინა ალიანსს მომავალი 10 წლის განმავლობაში შეუერთდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ გამ...
უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. "კიევის შემდეგ მოსკოვი" - წერს პუტინის მეგობარი და ფოტოს აქვეყნებს. ...
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია და განაცხადა, რომ გერმანია, არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას! რაც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად. “ჩე...
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
“თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობ...
ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატ...
„სინამდვილეში, ამ ორი - სამი წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია დაგვეცვა. ძალიან ხშირად, ამ წლების განმავლობაში, უსამართლო ...
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 15 პოლიტიკური პარტიის 2023 წლის ფინანსური დეკლარაციების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 15-მა პარტიამ ...
„მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან ...
“ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართველი პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება. ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მა...
112 მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს. შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს ეგზავნებათ, ნათქვამია, რომ 26 ივნისს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუა...
“საქართველოში მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ EU-ის პერსპექტივა თუ გააგრძელონ ევ...
“ყველა თავდამსხმელი არის ცნობილი და არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული, უფრო მეტიც, სრული არეულობა დაიწყო ქვეყანაში. 1-2 კვირის წინ, ვივა მედთან ხიდზე იპოვეს სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანი იმიტ...
“ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს… ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნ...
რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივას მიესალმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა...
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სახდეპის მიერ გამოცხადებული სანქციები "ოცნების" დეპუტატებს, მათ ოჯახის წევრებს და პოლიციელებს შეეხება. როგორც მილერმა სა...
კომენტარები