2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

 ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ტატუნაშვილი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართლადამცველების მიერ "სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების გენოციდში" ბრალდებით იყო დაკავებული.

 „მას შემდეგ, რაც საკუთარ ბრალეულობაში დარწმუნდა, ეჭვმიტანილმა უარი თქვა კითხვებზე გაეცა პასუხები ადვოკატისა და თარჯიმნის გარეშე, თუმცა არც მათი თანდასწრებით უთანამშრომლია გამოძიებასთან. ამის შემდეგ გადაწყდა მისი მოთავსება დროებითი დაკავების იზოლატორში, გადაყვანისას მან ერთ-ერთი გამცილებლის იარაღის დაუფლება სცადა. აღნიშნული მცდელობა გამცილებლებმა ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით აღკვეთეს. 

 ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურებზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები და გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - აცხადებენ ე.წ. უშიშროების სამსახურში.

გარდაცვლილი ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...