2 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ჰოლივუდში ელტონ ჯონზე ფილმს იღებენ

ჩამოტვირთვა

ჰოლივუდში ელტონ ჯონზე ავტობიოგრაფიულ ფილმს იღებენ. ფილმის რეჟისორის ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მომღერლის როლს ჯეიმს მაკევოი შეასრულებს. თავად მომღერალი ფილმში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ის ფილმის პროდიუსერისა და კონსულტანტის ფუნქციებს შეითავსებს. ფილმის კიდევ ერთი პროდიუსერი სტივ ჰამილტონ შოუ აცხადებს, რომ ფილმი ელტონ ჯონის პირადი ცხოვრების ყველა დეტალს აღწერს და ის უბრალო ბიჭის ისტორიის თხრობით დაიწყება, რომელსაც წარმატების მიღწევა სურს, თუმცა ჰომოსექსუალობის გამო, მას უამრავი სირთულის გადალახვა მოუწევს. ფილმის დიდი ნაწილი მომღერლის მუსიკალური კარიერის შესახებ იქნება. სიმღერები ელტონ ჯონის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების მიხედვით შეირჩევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები