1 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმირების ბედი ანდეს! – ე.ი. ის რეფორმები აღიარებას, რომლებიც აქ გაატარა”

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში წერს:

“ზელენსკიმ ქვეყნის მთავარ რეფორმატორად ოფიციალურად დანიშნა მიხეილ სააკაშვილი. დასამალი არაა რომ მ. სააკაშვილის დანიშვნის მთელი ეს პროცესი უკრაინაში მძაფრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ ხშირად წინააღმდეგობა გაცილებით უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს პერსონის მნიშვნელობას, ვიდრე მხოლოდ მხარდაჭერა. 

ამ გადამწყვეტი ნაბიჯით, არა მარტო ზელენსკიმ, არამედ დასავლეთმა ამამოძრავებელი ძრავი ჩაუდგა სტაგნაციაში მყოფ, ფაქტობრივად გაჩერებულ უკრაიანას. 

ქვეყანას, რომელსაც კორუფციის მარწუხებში ამყოფებენ და განვითარების საშუალებას არ აძლევენ ადგილობრივი ოლიგარქები. სწორედ მათ საპირწონედ განიხილავს დასავლეთიც და ქვეყნის პრეზიდენტი ზელენსკიც მ.სააკაშვილს. 

როდესაც მოგანდობენ 45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმირების ბედს, ეს სულ მინიმუმ ნიშნავს, როგორც შენი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის როლისა და ძალის, ისე იმ რეფორმების კიდევ ერთხელ უპირობო აღიარებას, რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს გატარებული.

წარმატები მიხეილ სააკაშვილს ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...

  • 13:32

    სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწ...

    ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.  ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთა...

  • 14:04

    პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირ...

        🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...

  • 12:08

    ,,მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგა...

    ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ   მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...    მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...

  • 11:39

    არა რუსეთს ❌ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან...

    ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌    საქართველოს გზა ევროპაშია ✊   პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...

  • 12:23

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა...

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. ის ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია.    „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს მწერალი სოციალურ ქსელში. ...