1 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნახეთ, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ნებართვით ვის შეუძლია კოვიდ 19-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა

აშშ-ში იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზით აცრის საშუალება ექნებათ, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა.

მათი განმარტებით, ე.წ. „ბუსტერ“ დოზა განკუთვნილი იქნება კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მანამდე მიღებული დოზების შედეგად იდეალური იმუნური რეაქცია არ ჩამოუყალიბდათ, რაც დაფიქსირდა სიმსივნით დაავადებულ უამრავ პაციენტში, ადამიანებში, რომლებსაც რომელიმე ორგანო გადანერგილი აქვთ, იმუნოდეფიციტის ვირუსებით დაავადებულ პაციენტებსა იმ ადამიანებში, რომლებიც იმუნოდეპრესიულ საშუალებებს ღებულობენ.

”ქვეყანა კოვიდ-19-ის ის პანდემიის მორიგ ტალღაში შევიდა და საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ არიან. არსებული მონაცემების საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ამ მცირე, მოწყვლად ჯგუფს შეუძლია ისარგებლოს „ფაიზერ/ბიონტექის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზით,“- ნათქვამია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მოქმედი კომისრის, ჯანეტ ვუდკოკის განცხადებაში.

ვუდკოკი ხაზს უსვამს, რომ სააგენტოს „ბუსტერ“ დოზის საყოველთაო გამოყენების ნებართვა ჯერ არ გაუცია და მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის დაამტკიცა.

„სხვა პირები, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებულები, სათანადოდ დაცული არიან და ამ დროისთვის კოვიდ 19-ის ვაქცინის დამატებით დოზას არ საჭიროებენ. საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო აქტიურად არის ჩართული მეცნიერებაზე დაფუძნებულ პროცესში იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალში დამატებითი დოზა გახდეს საჭირო,“- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები