2 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი – ბაჩალიაშვილის ბოლო შეტყობინება მეგობარს

“მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე… წავშლი შენ სმს-ესებს არ მინდა გაიგონ რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო” – ეს არის ბოლო  შეტყობინება, რომელიც გარდაცვლილმა პროგრამისტმა, თამარ ბაჩალიაშვილმა ბოლოს მეგტობარს მიწერა.

ოჯახის ადვოკატმა ეს წერილი, სხვა შეტყობინებებთან ერთად დღეს გენერალურ პროკურატურაში დატოვა და შოთაძის უწყებას ახალი გარემოებითა და მტკიცებულებით დაინტერესება მოსთხოვა. მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს არის მტკიცებულება, რომ პროგრამისტი საფრთხეს გრძნობდა, რაც ცვლის გამოძიების ვერსიას, რომლის მიხედვითაც თამარ ბაჩალიაშვილი სუსტი ფსიქიკის  იყო და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში მაწევნის მინდორზე იპოვეს. ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა.

ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები