საზოგადოება
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
2020-12-09 12:45:03
ბათუმში კიდევ ერთი ინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა. ტრავმატოლოგი შოთა ბერიძე წლების განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. ის სტაციონარში 6 დეკემბერს კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს, მას გულის თანმდევი დაავადება ჰქონდა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, ქრონიკული დაავადების გამო ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის გუშინ საღამოს გარდაიცვალა
კომენტარები